ოფისის გაქართულების პაკეტები

Office 2016-ის გაქართულების პაკეტები 

სკოლის კომპიუტერებზე საოფისე პროგრამების ქართულენოვან ინტერფეისზე გადართვა ძალიან მარტივია, ამისათვის შეასრულეთ მოქმედებები:

გახსენით რომელიმე საოფისე პროგრამა, მაგალითად Word 2016;
  • File ჩანართიდან აირჩიეთ ბრძანება Option;
  • გახსნილ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Language;
  • დააკვირდით Choose Display and Help languages-ში რა ენაა აქტიური Display Language ენად; 
  • აღნიშნულ ჩამონათვალში მონიშნეთ ქართული ენა და ისრების საშუალებით ამოიტანეთ ის პირველ ნომრად;
  • დააწკაპუნეთ ღილაკს OK;
  • პროგრამა დახურეთ და ხელმეორედ გახსენით. 
პროგრამის ინტერფეისი ქართული გახდება. ინტერფეისი ავტომატურად შეიცვლება სხვა საოფისე პროგრამებშიც: MS PowerPoint, MS Excel, MS Outlook.

თუ ზემოთ მოცემულ ფანჯარაში არ ჩანს ქართული ენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენს კომპიუტერზე ქართულენოვანი პაკეტი დაინსტალირებული არ არის.

ქვემოთ მოცემულია ოფისის ქართულენოვანი საინსტალაციო პაკეტების ვერსიები. გადმოწერეთ და დააინსტალირეთ თქვენს კომპიუტერში თქვენი კომპუტერისთვის შესაბამისი პაკეტი.

ქართული ენის პაკეტი (32 ბიტიანი, VLSC)

ქართული ენის პაკეტი (64 ბიტიანი, VLSC)

ქართული ენის პაკეტი (32 ბიტიანი, Office Click-to-Run)

ქართული ენის პაკეტი (64 ბიტიანი, Office Click-to-Run)

Comments